Monday, December 21, 2020

ქართული ღვინის ისტორია

 „ღვინის სამშობლო“ – ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე. 8000 წელზე დიდი პერიოდის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმონაჩენი მიუთითებს იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

საქართველოში მევენახეობის ძირითადი 8 კერა არსებობს: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, გურია და სამეგრელო. 500 უნიკალური და ენდემური ვაზის ჯიშიდან 30 მათგანი მთელს საქართველოშია გავრცელებული. კახეთი ცნობილია საფერავით, რქაწითელითა და მწვანე ყურძნის ჯიშებით; ქართლი - გორული მწვანით; იმერეთი - ციცქასა და კრახუნათი; გურია და აფხაზეთი - ცოლიკოურითა და ჩხავერით; სამეგრელო - ოჯალეშით, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი - უსახელოურით, ალექსანდროულით, მუჯურეთულითა და წულუკიძის თეთრათი;
მრავალი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ სიტყვა ღვინო მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა. ღვინის აღმიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვთ (вино, vinum, gini, wein, wainu და ა.შ.) როგორც ენათმეცნიერების დიდი ნაწილი აღნიშნავს, სიტყვა „ღვინის“ სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან“ არის მიღებული; „ღვივილი“, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება.


პირველი ქვევრი




No comments:

Post a Comment